შოთა ხოჭოლავა » ჟურნალი "ბორბონჩია"
                                რეკლამა

შოთა ხოჭოლავა

ამური მაისაია

ბუნებრივია, რომ ამ ქვეყნიდან ადამიანები მიდიან, ზოგი ნაადრევად მიდის, ზოგიც მოგვიანებით. ბევრი მათგანი ამ ქვეყნად ცხოვრების ნათელ კვალს ტოვებს. ასეთ ღვაწლმოსილ ადამიანთა შორის იყო შოთა ხოჭოლავა. ეს ადამიანი ბუნებით იყო დაჯილდოებული კეთილშობილური კაცთმოყვარეობითა და მაღალი ზნეობრივი თვისებებით. სხვისი სიხარული მისი სიხარულიც იყო და სხვისი ტკივილიც მისი სატკივარი. ბატონმა შოთამ თავისი მთელი შეგნებული ცხოვრება ნავსადგურის სახანძრო საქმეს მოახმარა. ამ სისტემაში, ყველგან სადაც კი უმუშავია, მაღალ პროფესიულ დონეზე ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. ამ სისტემაში მოსვლის პირველი დღეებიდანვე შოთა ხოჭოლავა მოწინავეთა რიგებში ჩადგა. იგი წუთითაც არ შეჩერებულა, მუდამ ახლის ძიებაში იყო, მუდამ წინ მიიწევდა და რიგითი მუშაკიდან ნავსადგურის სახანძრო ინსპექციის უფროსის პოსტამდე ავიდა. ის ხელმძღვანელობდა ნავსადგურის ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ამავ- დროულად ნავსადგურის აკვატორიაში შემოსული საზღვაო ხომალდებზე ზედამხედველობას. მას მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ქალაქის სახანძრო დაცვის სამსახურთან და უდიდესი ავტორიტეტითაც სარგებლობდა მთელ პირად შემადგენლობას შორის. შოთა ხოჭოლავამ დიდი ამაგი დადო ნავსადგურის სახანძრო ტექნიკური ბაზის განმტკიცებას. პირადად მისი დამსახურება იყო ის გარემოება, რომ ნავსადგურის ობიექტები მუდამ სანიმუშო ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობაში იყო. სახანძრო საქმისადმი სიყვარულმა და მეგობრების მიმართ უანგაროდ მხარში ამოდგომამ აიყვანა იგი, როგორც იტყვიან კაცური კაცის მაღალ კვარცხლბეკზე. დიახ, ის იყო გამორჩეული პიროვნება, დინჯი, მორალურად მტკიცე, თავმდაბალი, შეუვალი და პირდაპირი. იყო მისაბაძი, როგორც კარგი მეოჯახე, ერთგული მეუღლე და საამაყო მამა. ბატონი შოთა დღენიადაგ ზრუნავდა კადრების აღზრდისათვის. მას შეეძლო სახანძრო საქმის ურთულესი ნიუანსები, უბრალოდ - მარტივ ენაზე გადაეცა სხვებისათვის. შოთა ხოჭოლავამ იცხოვრა, იღვაწა და თუმცა ნაადრევად წავიდა ამ ქვეყნიდან. აქ კი ნათელი კვალი დაგვიტოვა, რაც არასდროს წაიშლება მისი კოლეგების, მეგობრებისა და ახლობლების გულებში.скачать dle 10.3фильмы бесплатно
305
    

ჩვენ ასევე გირჩევთ

კომენტარები -
0

კომენტარის დამატება
თქვენი სახელი: *
თქვენი ელ-ფოსტა: *
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმით ტექსტი ხაზგასმული ტექსტი | მარცხენა მხარის გასწორება ცენტრი მარჯვენა მხარის გასწორება | სმაილის დამატება ბმულის ჩასმაჩაწერეთ დაცული ბმული | ტექსტის დამალვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა
კოდი: სურათზე მითითებულია უსაფრთხოების კოდი
კოდის განახლება
ჩასვი კოდი:
რეკლამა