ხანძრის ქრობა, საომარი ჭურვების საწყობში » ჟურნალი "ბორბონჩია"
                                რეკლამა

» » ხანძრის ქრობა, საომარი ჭურვების საწყობში

ხანძრის ქრობა, საომარი ჭურვების საწყობში

ლევთერ ჭოჭუა

ხანძრის ქრობა, საომარი ჭურვების საწყობშიდილა იყო, მუშა-მოსამსაურეები ფაბრიკა-ქარხნებში სამუშაოდ მიეშურებოდნენ. ფოთელი მშრომელების ყურადღება უეცრად გამაყრუებელი სროლის ხმამ მიიპყრო. წუთიც და ნათელი ლაჟვარდოვანი ზეცა ღრუბელისმაგვარმა კვალმა დაფარა. ქალაქის სამხრეთ აღმოსავლეთიდან კვამლის ვეება ბოლქვები ცისკენ უწყვეტ ნაკადად მიემართებოდა. განუწყვეტლად გაისმოდა აფეთქების ხმა. ხალხი გაოცებული შეჰყურებდა სტიქიურ უბედურებას, თუმცა არავინ იცოდა თუ რა ხდებოდა. კვამლმა თითქმის მთლიანად გადაფარა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი. მალევე ქალაქში სახანძრო მანქანების ხანძრის მაუწყებელი სირენის ხმა გაისმა. მეხანძრეები მიეშურებოდნენ ხანძრის ადგილისაკენ. იწვოდა პალიასტომის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული სასაწყობო შენობა, სადაც ინახებოდა სამხედრო დანიშნულების იარაღ - მოწყობილობები. ჭურვების ნამსხვრევები ავტოტრასაზე ავტომანქანებზე ცვიოდა. ცეცხლის ქრობა კი არადა მიახლობაც სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენდა. სამხედრო ჯარისკაცებმა სცადეს იარაღების ევაკუაცია, მაგრამ უშედეგოდ, ისინი მალე გაერიდნენ იქაურობას. ჩვენს მეხანძრეებს კი უკან არ დაუხევიათ, ზოგი მანქანებს, ზოგიც კედლებს ამოფარებულნი ლულებით ხელში აწვდიდნენ წყლის მძლავრ ჭავლებს ხანძრის კერაზე, ხანძრისკერა კი 300-მდე კვ.მეტრი ფართობს მოიცავდა. შენობაში დიდძალი მატერიალური ფასეულ;ობა ინახებოდა, აქ იყო წყალმჯდომი თვითმფრინავების სადგომიც. კვლავ იყო მოსალოდნელი ჭურვების აფეთქება.
მეხანძრებმა იყოჩაღეს იმარჯვეს, ისინი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით მედგრად ებრძოდნენ ხანძრის გამძვინვარებულ სტიქიას. თავდაცვის სამინისტროს როგორც ოფიცერთა შემადგენლობამ ისე რიგითმა ჯარისკაცებმა მოსალოდნელ საფრთხეს თავი აარიდეს უკან დაიხიეს. ფოთელ მეხანძრეებს კი უკან არ დაუხევიათ. სამი საათი გრძელდებოდა ხანძრის ქრობა, და მიუხედავად მნიშნელოვანი ზარალისა, გადარჩენილი იქნა დიდძალი ფასეულობა.
აღსანიშნავია, რომ ამ დიდი რთული ხანძრის ქრობის დროს არც ერთი მეხანძრე არ დაშვებულა, ზუსტად იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები და წესები, რამაც განაპირობა კიდევაც ყოველგვარი ტრაგედიის გარეშე ბობოქარი ხანძრის ლიკვიდაცია.
ლიკვიდაციამდე კი ძნელად აღსაწერია და ძნელად წამოსადგენი მდგომარეობა რაც იქ ხდებოდა. ობიექტი კვამლის და ცეცხლის ალში იყო გახვეული. ხანძრის ადგილიდან 30-40 მეტრზე ტემპერატურა 45 გრადუსს აღემატებოდა. ხანძართან ბრძოლა, სადაც საომარი იარაღები იყო განთავსებული, სიცოცხლისსათვის აშკარა საფრთხეს ქმნიდა, მაგრამ ფოთის სახანძრო დაცვის პირადმა შემადგენლობამ მისი უფროსის შ. სალუქვაძის ხელმძღვანელობით მედგრად შეუტია გაავებულ სტიქიას, თითოეულმა მეხანძრემ იცოდა, რომ ყოველ წუთში იყო მოსალოდნელი ხიფათი, მაგრამ ისინი არ შემდრკალან, სწამდათ, სჯეროდათ რომ იცავდნენ სახელმწიფო ქონებას, რომ ხანძართან ჭიდილი მხოლოდ მამაცებს ძალუძთ, ხანძრის დამარცხება კი საამაყო და საგმირო საქმეა. სწორედ ამ გრძნობებით იყვნენ ისინი გამსჭვალულნი, როდესაც სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით უტევდნენ ხანძრის მრისხანე სტიქიას. ხანძრის ქრობა ბოლო სტადიაში იყო შესული, მეხანძრეები ახლა უფრო მშვიდად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს საბრძოლო პოზი-ციებზე. სახანძრო მანქანები პალიასტომის ტბის ნაპირზე იყვნენ განლაგებულნი და თითოეული მანქანიდან მაქსიმალურად სწა-რმოებდა წყლის მიწოდება. საზრიანი და სწრაფი იყო მეხანძრეთა მოქმედება, შედეგად კი სტიქიამ უკან დაიხია. ხანძარი ჩაქვრა. კვამლით გარუჯული მამაცი მეხანძრეები უკვე ღიმილით ერთმანეთს ულოცავდნენ გამარჯვებას.
ამ ხანძარზე გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის შვიდი მეხანძრე დაჯილდოვდა მედლით, ხანძარზე მამაცობისათვის ესენი არაინ ნ. გურგენაძე, ბ. ბჟალავა, რ.ლაბარტყავა, ჯ.წუწუნავა, ჯ.სოსელია, ტ.კილასონია და ს. გურგენაძე, სახანძრო დაცვის უფროსი შ. სალუქვაძე კი დაჯილდოვდა „წითელი ვარსკლავის“ ორდენით. 8-მუშაკს გამოეცხადა რესუპლიკის სახანძრო დაცვის სამმართველოს მადლობა, 10 თანამშრომელი დაჯილდოვდა ფულადი თანხით.


ჟურნალი "ბორბონჩია" №1 2014 წელი. გვ.39
скачать dle 10.3фильмы бесплатно
243
    

კომენტარები -
0

კომენტარის დამატება
თქვენი სახელი: *
თქვენი ელ-ფოსტა: *
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმით ტექსტი ხაზგასმული ტექსტი | მარცხენა მხარის გასწორება ცენტრი მარჯვენა მხარის გასწორება | სმაილის დამატება ბმულის ჩასმაჩაწერეთ დაცული ბმული | ტექსტის დამალვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა
კოდი: სურათზე მითითებულია უსაფრთხოების კოდი
კოდის განახლება
ჩასვი კოდი:
რეკლამა