გვარი მაისაიას წარმოშობის ისტორია » ჟურნალი "ბორბონჩია"
                                რეკლამა

» » გვარი მაისაიას წარმოშობის ისტორია

გვარი მაისაიას წარმოშობის ისტორია

ნესტორ (შახი ) მაისაია

საქართველოსა და მისი ერის – ქართველი ტომთა წარმოშობაზე ისტორიის მატიანე საკმარის ცნობებს გვაწვდის! ბევრი, რამ მოგვცა პროფესორმა სერგი მაკალათიამ (სოფ. სეფიეთი – აბაშის რაიონი) სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფიაში, ბევრი რამ საგულისხმო ცნობები მოგვცა ფუცუ დგებუაძე – ფულარიამ თავის წიგნში „ოქროს ბეჭედში,“ ბევრი რამ პროფესორმა პატარიძემ ქართული დამწერლობის – ქართული ასომთავრულის გამო (მისი ისტორიის გამო) მაგრამ ჯერ არც ერთი მეცნიერს არ ეყო გამბედაობა მოეცა დღევანდელ პერიოდში სრული გამარტება რა მარტო ცალ–ცალკე აღებული გვარის ჩასახვის ისტორიისა, არამედ ქართული ასოების წარმოშობისა და მისი განვითარებისა. როცა ვამბობთ საქართველოს ისტორიაზე აქ იგულისხმება ქართველი ერის ისტორია და ამ ისტორიას უნდა დაემატოს ეთნოგრაფია ე.ი ქართველი ერის ისტორია და ეთნოგრაფია ერთად აღებული და თუ ეს ასე იქნება, მაშინ ჩვენ გავაკეთებთ კეთილშობილურ საშვილიშვილო საქმეს – ყველა კუთხის და კილოს ხალხებმა იცოდეს მისი გვარის ისტორია, მისი წარმოშობის ფუძე, რომელი გორისა ხარ! С КАКОГО РОДА ! და ასე შემდეგ.
მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ მაქვს უტყუარი მონაცემები ჩემი გვარის „მაისაიას“ წარმოშობის შესახებ, რომელზედაც მე ვმუშაობ და მინდა დარჩეს ისტორიად ჩემს შთამომავლებს თუ რა ისტორიაა ჩვენი გვარის წარმოშობაზე და მისი განვითარებაზე. ვამტკიცებ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებთა ყველა გვარის ადამიანებს არ შეიძლება არ გააჩნდეს ისტორიული ჩაოყალიბება და არსი.
ჩემი გვარის „მაისაიას“ წარმოშობის ისტორიას უდევს საფუძვლად დაახლოებით სამი (3) საუკუნის დრო. ეს ის პერიოდია, როდესაც საუკუნოებით ომებში გაწამული საქართველო დიდი და იმ დროისათვის ძლიერი სახელმწიფოები შაჰების ირანი(სპარსეთი) და სულთანური თურქეთი ფიზიკურად ანადგურებდა ჩვენს წინაპრებს.
მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში (1654 -1730 წ.წ.) იმერეთის მეფე ალექსანდრე ბაგრატიონი (იმერთა მეფე სოლომონ პირველის მამა) - ღია ბრძოლებს ეწეოდა რაჭის ურჩი ერისთავების მიმართ. რაჭა იმ დროისათვის ბუნებრივი მდებარეობით ძნელად მიუვალი იყო და რაჭის ერისთავები თითქმის არაფრად აგდებდნენ იმერთა მეფეებს. აქ საგულისხმოა ვიცოდეთ ის ამბავიც, რომ მაგალითად ალექსანდრეს მეფობის დროს, რაჭის ერისთავს ლეთოდე ერისთავს 8 დიდი ყალიბის ქვემეხი გააჩნდა, ხოლო იმერეთის მეფეს ალექსანდრეს არც ერთი ქვემეხი არ ჰქონდა, უფრო მეტიც, რაჭის ერისთავებს, სამეგრელოს მთავრების - დადიანების და გურიის ბრძანებლის დავით გურიელის (მამია გურიელის მამა) - განსხვავებით ჰყავდა რეგულარული არმია (დაქირავებული მებრძოლები). იმ დროისათვის საქართველოს მეფეებს მფარველი რუსეთის სახით არ გააჩნდა და ყოველი ერისთავი, დადიანი თუ გურიელი (დასვლეთ საქართველოში) მეფობას ჩემობდა (ლამობდა) და შედეგი მათი კინკლაობის და ომების ტანჯული ხალხის კისერზე გადადიოდა. ასეთი ხშირი ომების შედეგად
ბევრი ტყვედ ვარდებოდა, ბევრი დაჭრილი იგივე ტყვე ხდებოდა და ვინ იცის სადაური სად იდგამდა ფუძეს ან სად ეთხრებოდა საფლავი. მრავალი სხვადასხვა გვარის ადამიანთა შორის ტყვედ ჩავარდნილა ვინმე ძმები იოსები და ზოსიმე მაისურაძეები. სხვებთან ერთად ძმები მაისურაძეები მეფე ალექსანდრეს უჩუქნია ყმებად თავადი გიორგი წერეთელისათვის, რომელსაც მამული ქონდა ხონის ტერიტორიაზე - სოფელი ნოხახულევში. დაახლოებით (როგორც გადმომცემს მემეტიანე) 1742 წელს (მეფე სოლომონ პირველის მეფობის დროს) - კახეთ - ქართლში ერეკლე მეორის , და ხონში (დღეს ალ. წულუკიძე) - დიდი წირვა - ლოცვის დღეს ზღვა ხალხთან ერთად ყოფილან ეკლესიაში 23 წლის იოსები და 20 წლის ზოსიმე მაისურაძეები.
ეკლესიაში მობრძანებულა სოლომონ პირველი მეფის ნაცვალი ზვიადი თავადი ვამეყ წერეთელი თავისი ამალით (მოხელე დიდებულებით) - ძმები მაისურაძეები ახლოს მისულან ეკლესიის შესასვლელ ფართე გალავანთან, საიდანაც ეს ესაა შემოვიდა თავადი წერეთელი. ეკლესიის ეზოში შესვლისას ყველასათვის ვალდებული იყო ქუდის ან ყაბალახის მოხდა და ამხედრებულ თავთვის მყისვე ცხენიდან ჩამოსვლა. დაქვეითებულ თავადს მოუხმია ახლოს მდგომი იოსები და მიუცია ცხენის სამართავი ღვეზელი (ოჟები). თავადი ჯერ კიდევ არ იყო შესული თავისი ამალით ეკლესიაში, რომ თავმოყვარე ახოვან იოსებს მაისურაძეს თავის დამცირებით მიუღია ცხენის დაკავება და იქვე მაღალ მესრიან ღობეზე მიუბამს ( გადაუგდია ზედ ოჟები). თავადი წერეთელი დიდ ხანს ყოფილა ეკლესიაში და რომ გამოსულა დაუნახავს მისი ულაყი ჩამოკიდებული წვეტიან მესერზე. თავადი გამოკიდებია მოსაკლავად იოსებს, რომელთანაც გარბოდა წინ ზოსიმეც. თავადი აყოვნებდა დამბაჩიდან სროლას იმის შიშით, რომ არ მოეკლა სხვა ახალგაზრდა კაცი, რომელიც იოსებთან ერთად გარბოდა წინ. თავადმა არ იცოდა, რომ ის მეორე ახალგაზრდა ძმა იყო იოსების. იარაღი, როგორც გადმოგვცემს მემატიანე იოსებსაც ქონდა და გაუფრთხილებია თავადი წერეთელი, რომ გასროლას ვერ დაასწრებდა მას და გასროლას გასროლა მოყვებოდა. საღამოს შინ დაბრუნებული იოსები და ზოსიმე, რომლებსაც პატარა ფიცრული სახლი გააჩნდა სოფელ გუბში, რომლის ბატონ-პატრონი იყო ვამეყ წერეთელი - იქ არ გაეჩერებოდა. იოსებს და მეგობრების რჩევით უნდა დაეტოვებინა იმერეთის მიწა-წყალი. ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა იოსებმა დაეტოვებინა იმერეთის მიწა-წყალი და გადასულიყო, თავსაფრის მიზნით სამეგრელოში.
მდინარე ცხენისწყლის ნაპირეზე ბორანთან დიდხანს ეხვეოდნენ ერთმანეთს ცრემლმორეული თვალებით ძმები მაისურაძეები. ზოსიმეს დაპირდა იოსები თუ ის ფეხს მოიდგამდა სამეგრელოში მას იქ დაიბარებდა დაეხმარებოდა ძმას თავშესაფარი მოეძებნა სამეგრელოს სამთავროში. გადმოვიდა ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირზე (ამ ბორნით დიდი ხნის შემდეგ 1834 წ. სამეგრელოს უკანასკნელმა მთავარმა დავით ლევანის ძე დადიანმა სამეგრელოს მიწაზე ეტლიდან ხელით გადმოიყვანა თავისი გულის რჩეული ეკატერინე (კატინკა) ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული - მომავალი დედოფალი სამეგრელოსი და უთხრა მას „ჩემო ყველავ რასაც ნახავ წინ, მარცხნივ და მარჯვნივ სუყველაფერი შენიაო თავისი ტყეებით, სახლებით, ხალხით და ნახირითო“. იმ დროს სამეგრელოს მართავდა ოტია დადიანის შვილი, ჯერ კიდევ უცოლო 21 წლის კაცია დადიანი. იმ დროს ცხენისწყლის სანაპიროდან სოფლები ერთი - ორი კილომეტრით იყვნენ დასახლებულნი (მოშორებით). ცხენისწყალი, ე.ი. ცხენივით ძლიერს ნიშნავდა და ეს ასეც იყო, თუ 24 საათის განმავლობაში სამეგრელო - იმერეთში იწვიმებდა, მაშინ ცხენიწყალი ბობოქრობდა და თავის გზაზე მოქონდა ყველაფერი, - სწორედ ამის შიშით იმერლები და მეგრელები დიდი მოშორებით იდებდნენ ბინას (სახლკარს) მდინარე ცხენისწყალიდან.
ცხენის წყალიდან 7 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს დაბა ბანძა. ბანძა მარტვილზე (დღეს გეგეჭკორი) დაახლოებით ერთი საუკუნით ხნიერია (უფროსია). ის დღესაც თავისი სტრატეგიული მდებარეობით ისტორიულ ადგილს წარმოადგენს. სწორედ ქალაქ ბანძაში სამეგრელოს მთავრებს ჰყავდათ თავიანთი ნაცვლები (მოხელები) - თავადი ფაღავების სახით, გაიარა რა ფეხით მდ. ცხენისწყალიდან ბანძამდე შვიდი კილომეტრი იოსები მაისურაძე ეახლა თავად დიმიტრი ფაღავას და თხოვა მას თავშესაფარი სამეგრელოს მიწა-წყალზე. დიმიტრი ფაღავამ მყისვე იახლა თავისთან თავისი მოურავი (სახლის უხუცესი) და უბრძანა მას წაეყვანა იოსები სოფელ ვედიდკარის სამხრეთ დასავლეთით და ებოძებია მისი სახელით სამოსახლო კუთხე იოსებისათვის. პირობა იყო ასეთი, რომ იოსები მიიღებდა სამოსახლო მამულს სოფ. ვედიდკარის მამასახლისის თანდასწრებით და საჭირო წიგნის დაწერით იმ შემთხვევაში თუ იოსები მაისურაძე შეიცვლიდა გვარს, შეირთავდა მეგრელ ქალს და შვილებს დაარქმევდა იმდროისათვის სამეგრელოში გავრცელებულ სახელებს.
იოსები ყველა პირობაზე იყო თანახმა და მოურავმა კიდევ ერთხელ უთხრა იოსებს აი ეს კუთხე გაჩეხე გაწმინდე და დასახლდი ამიერიდან შენი იქნებაო. კუთხე მეგრულად ნიშნავს მუხური, გაჩეხვა გაწმენდა კი ორი ასოთი გამოიხატება „ჩა“ ე.ი. იმ კუთხეს იმ ადგილას სადაც იოსები - მაისაიების გვარის წინაპარი დასახლდა ეწოდა „მუხურჩა“ შემდგომში კი სოფელი მუხურჩა.
ვედიდკარის სოფლის მამასახლისი კონტროლს ეწეოდა იოსებ მაისურაძის შემდგომში საკომლო დავთარში აღნიშნული იოსებ სვიმონის ძე მაისურაძე-მაისაიას საქმიანობას. ორი წლის შრომა -წვალების შემდეგ იოსებს გაუმართავს ოჯახი, დაუდგამს ხის პატარა სახლი (ოდა). ოდა სახლს მეგრელები სასტუმრო სახლს ეძახდნენ და რცხილის წნელისაგან დაწნული შეღობილი „ფაცხა“ სამზარეულო ადგილი. შეურთავს მეგრელი გლეხის ქალი - იოსების შვილის შვილის ტუტუეს გადმოცემით. რქმევია სახელად მელანია(მელანო). პირველი შვილი ვაჟი შეძენია მაისაიების წინაპარს და პირობის დასტურად იოსებს მისთვის მეგრული სახელი დიტო(დიტოია) დაურქმევია. სოფ. ვედიდკარის მამასახლისს მოუხსენებია დიმიტრი ფაღავასათვის, რომ იოსებ მაისურაძე (მაისაია) ყველა პირობას ასრულებდა, რაც მოცემული იყო თავადი ფაღავას მიერ და ერთ მშვენიერ დღეს თვით დიმიტრი ფაღავა თავისი ამალით სტუმრებია იოსებს მუხურჩაში. მოწვევით და ახალმოსახლეობით და რაც მთავარია მასპინძლობით, კულტურით და ზრდილობით ფაღავა დიდად ნაისამოვნები დარჩენილა და ბოლოს წამოსვლის წინ თავად ფაღავას უთქვამს იოსებისათვის, ხომ რამე გიჭირთ, ხომ არაფერი გაქვთ სათხოვარიო. იოსებს უთქვამს, რომ თუ დამეხმარებით ერთი სათხოვარი მაქვსო - უთქვამს იოსებს, ძმა მყავს ბატონო ხონში ჩემზე ორი წლით უმცროსი სახელად ზოსიმე მყავს უთვისტომოდ მიტოვებული და გთხოვთ მისი თავშესაფარს სამეგრელოშიო, როგორც გადმოგვცემს მემატიანე, თავად ფაღავას აღუთქვამს დახამარება და სოფელ ვედიდკარში დაუსახლებია ზოსიმე იგივე პირობით, რაც მიცემული ქონდა იოსებს. აქვე მინდა დავძინო ის ამბავი, რომ ის დღევანდელი მაისაიების გვარის ხალხი, რომლებიც სოფელ ვედიდკარში სახლობენ იყვნენ ნაშიერნი ზოსიმე მაისაიას მიერ.
მაგალითად დიმიტრი მაისაია (იონა, ირაკლი, ნინა მაისაიების მამა) ექვთიმე მაისაია ოჯახით და სხვა. ვედიდკარი იმ დროისათვის ცნობილი საეპისკოპოსო მჭიდროდ დასახლებულ ადგილს წარმოადგენდა და დიდი ჭყონდიდელის სამლოცველო ადგილს წამოადგენდა. ერთი მარტვილის მონასტერი თავისი ქალაქით და მეორე ვედიდკარის სალოცავი ეკლესია, რომელიც შემდგომში გადაიქცა მაისაიების საგვარეულო - სალოცავ - სამარხად.
დიტუია მაისაიას ყოლია ოთხი ვაჟიშვილი - ტუტუე, დათიკია, დურსუნი და ანტონია. იოსები 75 წლის ყოფილა, როდესაც მიიცვალა, ხოლო დიტუიას უცოცხლია 87 წლის ასაკამდე. ტუტუეს უცოცხლია 90 წლამდე, დათიკიას 76 წლამდე, დურსუნს 80 წლამდე, ხოლო ანტონიას კი 93 წლამდე (ანტონიას მოესწრო ამის ავტორი შახი- ნესტორი სიმონის ზე მაისაია).
დიტუიას ეს ვაჟიშვილები ერთად ახლო ახლო დაუსახლებია სოფელ მუხურჩაში და მდიდარ გლეხს ყველასათვის მიუცია მამულთან ერთად ოჯახის წილი. ამ ძმებს შორის ყველაზე ძლიერ ფიზიკურად და შრომის მოყვარე ყოფილა ორი (ტუტუე და დურსუნი), რაც შეეხება დათიკიას და ანტონიას ისინი უსაქმურა და არა შრომისმოყვარენი ყოფილან. ეს იქიდან ჩანს, რომ დათიკია დიტუიას ძე მაისაია ყოფილა ოხუნჯი უქნარა და ფუქსავატური ცხოვრების მოტრფიალე ის ართობდა თავისი ოხუნჯობით თავადებს და მათი ნაბოძვარით ირჩენდა თავს. ანტონიას კი მახსოვს ერთი გვერდმოქცეული სამზარეულო სახლი ქონდა და დასაძინებლად პატარა („ხულა“) სასიმინდეს უფრო გავდა ვინემ სასტუმრო სახლს. დღესაც წინ წარმომიდგება მისი ახოვანი ფიზიონომია ის ორი მეტრი და 30 სმ იყო სიმაღლით (ძილის დროს თუთის ხის ძირას წამოწოლილი მძინარე ბავშვებმა გავზომეთ.). სულ პირში ქონდა გარჭობილი დიდი ჩიბუხი (ჩიბუხის ტარი იყო ნახევარი მეტრი სიგრძის) მისი მჭექარე ხმა ორ-სამ კილომეტრს ისმოდა.
დათიკია იყო ნესტორი, ევგენი, და ირინეს მამა. დათიკიას ყოლია ორი ვაჟიშვილი და ერთი ქალიშვილი. ნესტორი უფროსი ყოფილა, ძლივს ახსოვს დედამისი წერა კითხვა უცოდინარი დათიკიას სულ მოჯამაგირედ მიბარებული ყოლია, ხან მღვდელზე, ხან მდიდარ აზნაურზე ხან შეძლებულ გლეხზე და ასე დაახლოებით ეს მოჯამაგირეობა გაგრძელებულა 20 წლის ასაკამდე, რის შემდეგ მოჯამაგირეობიდან გაქცეული ნესტორი ღამე ჩასულა ფოთში და მატარებლის მემანქანეს (მაშინისტს) პავლე მაისაიას დახმარებით შორს მცურავი გემი „ბაბუშკინის“ კაპიტნისთვის ჩაუბარებია, სადაც ბაბუაჩემს ნესტორს დაუყვია 6 წელი (გამხდარა გემის ბოცმანი).
დათიკია მაისაიას კი მეორე ქალი შეურთავს ცოლად სახელად მართა, (რომელსაც მე მოვესწარი). მართასაგან დათიკიას შეძენილა ერთი ვაჟი სახელად ევგენი და ქალიშვილი სახელად ირინე. დათიკიას ევგენისათვის მისი გვერდით მიუცია სამოსახლო მიწა და დახმარებია სამზარეულო სახლი დაედგა მისთვის. რაც შეეხება მამაჩემის სიმონის მამიდას ირინეს ის ყოველმხრივ ღთვისნიერებით შემკობილი ქალი იყო და ჩემს მეხსიერებაში დარჩა. როგორც თავისი გვარის, ნათესავების და განსაკუთრებით ბავშვების მოსიყვარულე. ის იყო გათხოვილი სოფელ გეჯეთში. მისი სტუმრობა მუხურჩაში ყოველთვის სიხარული და ზეიმით აღინიშნებოდა. მისი ახოვანი შეხედულება, მქუხარე ხმა, ვაჟკაცური მიხვრა-მოხვრა დღესაც თვალწინ მიდგას.
ნესტორი დათიკიას ძე მაისაიას 25 წლის ახოვანი, ტანწერწეტა და მხარბეჭიანი დიდძალი ოქრო-ვერცხლით დაბრუნებულა მშობლიურ მუხურჩაში, რომელსაც არ დახვედრია ცოცხალი მამამისი დახვდა ფაცხა და დედინაცვალი მართა. ნესტორის დაუწყია ქვიტირის სახლის შენება და ცოლად შეურთავს აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნის შეძლებული გლეხის გახუ გუნიას ასული ნატა (ნატალია). ნესტორს უყიდია ბევრი მიწები (ნაჭვი, ოფუჯე) ყოფილა დიდად შრომის მოყვარე (რომელსაც მე შევესწარი და დიდი ბაბუა ნესტორთან გავატარე ჩემი ბავშვობის წელი). ნესტორ მაისაიას ყოლია 5 ვაჟიშვილი და ყველაზე უმცროსი ქალიშვილი სახელად ძაბია (ძაბა). უფროსი ვაჟშვილი სიმონი, ალიოშა(არზაყანი), კოკი (დიანოზი), კონსტანტინე (კოსტა) და გრიგოლი(ბაძუ). ნესტორს თავისი უფროსი ვაჟიშვილი სიმონი თავის გვერდით, პატარა მიწა მიუცია სახლით. თვითონ სიმონი იყო დიდი კინო ხელოვანი კაცი და ეწეოდა სახელმწიფოებრივ სამსახურს დასავლეთ საქართველოში კინოფიკაციის განვითარების საქმეში. სიმონს ცოლად შეიურთავს (18 წლისას) სოფელ სეფიეთში მცხოვრები მდიდარი გლეხის ლევან (ხასანია) მელიას ქალიშვილი.
ევგენი დათიკიას ძე მაისაიას დედით გერი იყო ნესტორისათვის, მიუხედავად ამისა მატიანე გადმოგვცემს, რომ ნესტორს (შემდგომში დიდ ნესტორად წოდებულს) დიდი ღვაწლი და შრომა გამოუჩენია ევგენი მაისაიას დასახლება - დაოჯახებაზე და ის უყვარდა როგორც თავისი ღვიძლი ძმა, ძმა უმცროსი.
ევგენი ისე როგორც ნესტორი შრომის მოყვარე ყოფილა. ე.ი. ნესტორი და ევგენი აგრეთვე ირინე და მათი შრომისმოყვარე ყოფილან - საწინააღმდეგოდ მათი მამის დათიკიასი.
ევგენი გვიან დაქორწინებულა, მასზე უფროსი წლოვანებით 5 წლით ცაცაზე (ცაცუ) ბახიას ქალზე. ცაცუ მდიდარი გლეხის ქალიშვილი ყოფილა და საკმაოდ ხელი მოუმართავს ევგენისათვის გამხდარიყო შეძლებული ოჯახის პატრონი. ევგენი მაისაიას ყავდა ერთად ერთი შვილი (ქალიშვილი) რომელსაც ერქვა ვერა. ვერა გამრჯე და განათლებული ქალი იყო, ამავე დროს ლამაზი ტანისა და სახის. ვერა გათხოვდა იმ დროისათის საკმაოდ ცნობილ განათლებულ ინჟინერზე - სერგო ლაბარტყავაზე.
ვერა მშობლების სიამოვნებისათვის დედ-მამისეულ ოჯახში იყო თავის მეუღლესთან ერთად. სერგო მოღვაწეობდა დასავლეთ საქართველოს რაიონებში - კერძოდ შოროპან -ზესტაფონის საკვანძო სატელეფონო ხაზზე.
ვერა ევგენის ასული მაისაია - ლაბარტყავა მე მეკუთვნოდა სისხლხორც ნათესავად. ის იყო ჩემი მამიდა (მამაჩემი სიმონის ღიძლი ბიძაშვილი). ვერას და სერგოს შეეძინა ოთხი შვილი. ორი ვაჟი ორი ქალი-ჯულიეტა, ამირანი, სოსო და ციური (მზიური). ვერა ყველაფერს აკეთებდა ქმრის დახმარებით იმისათვის, რომ სწავლა - განათლება მიეცა შვილებისათვის. შვილებმაც გაუმართლეს და ვაჟები - ამირანი, სოსო ინჟინერ-მშენებელის დიპლომით ემსახურებიან სამშობლოს, ჯულიეტა, როგორც ფილოლოგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა, ასევე ციურიც.
ყველამ კარგი ქართული სულისკვეთების ოჯახი შექმნა. მე ვამაყობ ჩემი მამიდაშვილებით, ისინი ჩემი სისხლი და ხორცი არიან. თავის დროზე სამართლის დამცველთა რიგებში, დიდ სამამულო ომში ღირსეულად იბრძოდა ამირან ლაბარტყავა და ღირსეული ჯილდოებიტ უმცროსი ლეიტენანტის სამხედრო წოდებით დაუბრუნდა მშობლიურ მუხურჩას (დღეს ისინი ყველანი ქალაქებში მოღვაწეობენ. ამირანი და სოსო თბილისში ცხოვრებენ და მშობლიურ სოფელთან მჭიდრო კავშირში აქვთ).
ორიოდე სიტყვით მინდა ავღწერო (მოვიგონო) ისტორია თუ როგორ გახდა ვედიდკარის სამრეკლო-ეკლესია მაისაიების გვარის (საგვარეულო სამარხი). მიუხედავად იმისა, რომ სოფელ მუხურჩა 3 კილომეტრითაა დაშორებული ვედიდკარის დიდ ეკლესიას საკურთხავად სტუმრებია დიდი ჭყონდიდელი. იმ დროისათვის ამ სტრქონების ავტორის მამა დაახლოებით 5 წლის ყოფილა. იმ დროისათვის ბაბუაჩემი ნესტორი შეძლებული გლეხი იყო. დიდ ჭყონდიდელს გამოუცხადებია ვინც ამ გათლილ ქვას ეკლესიის გუმბათზე აიტანს - ეკლესიის წინ მის გვარს ექნება საგვარეულო სამახიო. ყოფილა ნიძლავი შეწირვა თანხის ეკლესიაზე, მისი მშენებლობა თავდებოდა და სახსრებს კრეფდა ეკლესია. ყველაზე მეტი თანხა ბაბუაჩემს ნესტორის გაუღია და ფულს აძლევდა 5 წლის თეთრ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი მამაჩემს, სიმონს და მამაჩემი მღვდელ ეპისკოპოსს კალთაში უყრიდა თურმე. ყოფილა ქვის ატანაზე ერთ ომი, ყოველ გვარს უნდოდა, რომ გაემარჯვა მაგრამ ისეთი ძალის, როგორიც მაისაიების გვარს ყოლია დურსუნის სახით არ ყოფილა. დურსუნი უფროსი ძმა იყო ანტონიასი, რომელზედაც მე შევჩერდი ამ სტრიქონის წერის დროს ე.ი. ის იყო ბაბუაჩემის ნესტორის ძმა--ბაბუაჩემი ახოვანი და ვაჟკაცური ძალის კაცი იყო, მაგრამ დურსუნს ვერ მიუვიდოდა, ვერ შეედრებოდა. ეს კაცი ყოფილა ზღაპრული ძალის კაცი (ამბობს მემატიანე, რომ დურსუნი გავს ძალიან თავის მამას გახუსო). გახუ ნუ დაავიწყდება ამის მკითხველს იყო პირველი ვაჟიშვილი იოსებ მაისუაძის (მაისაიას) ჩვენი წინაპრის.
ვერავინ ვერ გაბედა, ზოგმა გოლიათმა სცადა ბედი თავისი გვარის სასახელოდ მაგრამ ამაოდ!! ბოლოს მაისაიებმა გამოიყვანეს დურსუნი გახუს ძე მაისაია. გათლილ დამუშავებულ ქვას სიგრძე ქონია ჩვენებური საზომი მეტრით (ორი მეტრის სიგრძე) ან ძველებურად თითქმის 4-არშიანი. სიგანე 1 მეტრი და სისქე (სიმაღლე) 20 სანტიმეტრი, დაახლოებით ასი ასოცი ფუთი ანუ დაახლოებით ორი ტონა. დურსუნს დიდი ჭყონდიდელისათვის უთხოვნია - მე ამ ქვას დიდო მამაო ავიტან ეკლესიიის გუმბათზე. თუ ნებას მისცემთ ხალხს ეს ქვა მე ზურგზე დამადონო. ჭყონდიდელს მიუცია ნება და გოლიათებს 8-10 კაცს დურსუნისათვის ეს ქვა ზურგზე დაუდვიათ დურსუნს კი ქვის ბილიკებით ეს ქვა ეკლესიის გუმბათზე აუტანია. დღესაც კარგად მახსოვს ის ადგილი საპატიო ეკლესიიის გალავნის წინ დამარხული ჩემი წინაპრები (დიდი ადამიანები) - ანტონი და მაშიკო, ნესტორი და ნატალია, ევგენი და ცაცუ, ამირანი და სოლომონი, ნატალია, ეფე, აბელი, თამარი, სიმონი და ცოცია, შოთა მაისაია, სერგო და ვერა, აქვსენტი და საშა, ალიოშა, ფართხუ და ბაკა, რაჟდენი და მელანია, სევერიანი და თამარა, კაი მაისაია, კოსტა მაისაია, დიმიტრი და ირაკლი მაისაიები და სხვა.
ნაწილი მაისაიებისა სხვადასხვა მიზეზით დამარხულია წმინდა თევდორეს ეკლესიიის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს მუხურჩაში, ლეფოჩხუეს და ორქის მიჯნაზე - მდინარე აბაშის პირას.
ისტორია ჩემი გვარის მაისაიას წარმოშობაზე მიღებულია უტყუარი გადმოცემით ჩემი დიდი წინაპრების სახით. აქტიური მონაცემები გვარის წარმოშობაზე ჰქონია თავის დროზე დიდ განათლებულ კაცს თავადს, დიმიტრი ფაღავას, იმ დიდი დიმიტრის შვილთაშვილს, რომელმაც შეიფარა და ქვეშევრდომობა მისცა იოსებ მაისურაძეს. დიმიტრი ღრმა მოხუცი კინოს მოლარედ ყავდა მამაჩემს, რომელმაც თავისი მამისაგან გრიგოლ ფაღავასაგან გაუგია მაისაიების გვარის წარმოშობის ისტორია და მას ე.ი. დიმიტრი ფაღავას, რომელსაც შევესწარ, უამბია მამაჩემისათვის. მამაჩემს დიდ პატრიოტს და განათლებულ კაცს კი მოუკრეფია ამის დამადასტურებული ცნობები.
ცნობების შეკრებაში სიმონ მაისაიას დიდად დახმარებია ანტონია (ბაბუაჩემი ნესტორის ბიძა) და ასეთი ისტორია ჰქონია ჩემი გვარის მაისაიას წარმოშობას (გაჩენას) სოფელ მუხურჩაში. მე დიდი სიამოვნებით ვიგონებ ამ დალოცვილ კუთხე-სოფელს სადაც მე დავიბადე და ავიდგი ფეხი! მიხედავად იმის რომ იქ ე.ი. მუხურჩაში პირადი საკარმიდამო არა გამაჩნია.
მარტი 1988წელი.


ჟურნალი "ბორბონჩია" №2 2015 წელი. გვ.53-61
скачать dle 10.3фильмы бесплатно
976
    

კომენტარები -
10

მომხმარებელი არ არის საიტზე არ არის საიტზე JamieCix 30 სექტემბერი 2017 15:53
Появился в интеренете российский фильм Крым. суперский, душевный, советую глянуть целой семьёй, вот ссылка посмотреть фильм КРЫМ ТУТ
--------------------
Прикольные поздравления на телефон
Vuonshooli 1 ოქტომბერი 2017 17:46
viagra effects on women - http://viagraveikd.com/
cheap viagra 100mg viagra online
JtnbInvept 3 ოქტომბერი 2017 11:16
payday in advance
<a href="https://paydayloamec.com/">pay day loans</a>
guaranteed loan approval online
loans online
Muntrethic 3 ოქტომბერი 2017 13:18
buy now viagra
<a href="http://sexviagen.com/">generic viagra</a>
viagra overnight delivery
buy viagra
Bvevundosy 3 ოქტომბერი 2017 15:53
viagra online discount
<a href="http://ericviaed.com/">viagra online</a>
viagra alternatives
viagra online
Fwjjguiree 3 ოქტომბერი 2017 20:20
actual payday loan companies
<a href="https://paydayllae.com/">payday loans</a>
same day money loans
fast payday loans
DebxHaurdy 4 ოქტომბერი 2017 22:04
viagra 100 mg dose - http://sexviagen.com/
natural alternative viagra viagra online
BwevvUnaway 6 ოქტომბერი 2017 13:56
loans personal loans - https://paydayloawdcr.com/
bad credit payday loans online payday loans no credit check

cialis professional - https://onlineonlinecialis.com/
cheap cialis soft cheap cialis
Scrbberatly 7 ოქტომბერი 2017 21:20
cialis 5 mg daily
<a href="https://onlineonlinecialis.com/">cialis online</a>
cialis best price
cheap cialis
JntbwobSero 10 ოქტომბერი 2017 19:04
cialis daily canada - http://buycialis-menedpil.com/
cialis 10mg vs 20mg cheapest cialis

viagra online sales - http://genericviagra-buyeds.com/
female viagra cream viagra how it works
კომენტარის დამატება
თქვენი სახელი: *
თქვენი ელ-ფოსტა: *
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმით ტექსტი ხაზგასმული ტექსტი | მარცხენა მხარის გასწორება ცენტრი მარჯვენა მხარის გასწორება | სმაილის დამატება ბმულის ჩასმაჩაწერეთ დაცული ბმული | ტექსტის დამალვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა
კოდი: სურათზე მითითებულია უსაფრთხოების კოდი
კოდის განახლება
ჩასვი კოდი:
რეკლამა