მინდა მოგითხროთ ერთი გვარის (გალობერის) ისტორიის შესახებ. » ჟურნალი "ბორბონჩია"
                                რეკლამა

» » მინდა მოგითხროთ ერთი გვარის (გალობერის) ისტორიის შესახებ.

მინდა მოგითხროთ ერთი გვარის (გალობერის) ისტორიის შესახებ.

ლერი ქვარცხავა

გვარი გალობერი (ზუგდიდის რ-ის სოფ. ცაიშის კახათიდან). გადა-კეთებულია მგალობლიშვილად, თუ რატომ ქვემოთ მოგახსენებთ.
პაპაჩემის (დედის მხრიდან) კონსტანტინე მგალობლიშვილის მო-ნათხრობიდან ვიცი რომ პაპამისი ლევანი გამოქცეულა გურიის სოფ. ლესიდან (ლანჩხუთის რ-ნი) და დასახლებულა სოფ. ცაიშის კახათში.
მე-19 საუკუნის 40-იან წლებში, ახალგაზრდა ლევანი ერთხელ ეკლესიაში წასულა, რომელიღაც რელიგიურ დღესასწაულზე დასასწრებლად. სადაც უამრავლი ხალხი იყო შეკრებილი. ერთ აზნაურს (გვარად ჭყონიას)ცხენის დასაბმელი ადგილი ვერ მოუძებნია და იქვე მოთამაშე შვიდიოდე წლის ბიჭუნასათვის მიუბარებია - მიმიხედეო. რამდენიმე ხნის შემდეგ მოიკითხა თავისი ცხენი , მაგრამ იგი ადგილზე არ დახვდა. ბიჭუნას ცხენი გაქცეოდა და მოშორებით ბალახს ძოვდა. ნასვამი , განრისხებული მივარდნილა და უმოწყალოდ დაუწყია ბავშვის ცემა. ამ ამბავს შესწრებია ლევანი და გამხეცებულ კაცს სცემია თურმე ხელებში - „რას შვრები , როგორ არ გეცოდება ეს ბავშვიო.“ ახლა ეს კაცი ლევანს მიუბრუნებია - „შენ ვინ გეკითხებაო“. ამოუღია იარაღი ლევანისათვის შეუტევია ერთმანეთს შებმიან. ძიძგალაობაში ლევანს ეს კაცი შემოკვდომია. გაოგნებული და თავ-ზარდაცემული ლევანი გაქცეულა სახლში. მას მისი მოკვლა აზრადაც არ მოსვლია, მაგრამ მიმხვდარა უბედურება დატრიალდა და და-უსჯელს არ დატოვებდნენ. სახლშიც შეაგულიანეს, თავს უშველე - გაიქეციო. მაგრამ საით? ამ დროისათვის გურიის სამთავრო კარგა ხნის გაუქმებული იყო და ქუთაისის გუბერნიიდან მართავდნენ. ხოლო ოდიშის სამთავრო ჯერ კიდევ ინარჩუნებდა ერთგვარ ავტონომიას. ყო-ველ შემთხვევაში იქ რუსული ადმინისტრაცია არ იყო. ჩოლოქს გაღმა აჭარა ოსმალეთის შემადგენლობაში შედიოდა. საით უნდა გაქცეულიყო? აჭარაში გათათრება ელოდა. გურიაში ვერ და-იმალებოდა. იქ მოკლულის ნათესავები მიაგნებდნენ ან რუსული პოლიცია დაიჭეერდა და გააციმბირებდნენ. მან სწორად გათვალა -გადაწყვიტა გაქცეულიყო ოდიშის სამთავროში და იქ სადმე დამალულიყო თავის მოძმე ქრისტიანებთან. თანაც ახლობლებსაც არ გაუმხილა თუ სად მიდიოდა. ღამე მოახტა ცხენს, გადაცურა რიონი და თავი ამოყო სამეგრელოში. რამდენიმე ათეული კილომეტრი სულ ტყე-ტყე იარა, გაურბოდა დასახლებულ ადგილებს. ბოლოს მიადგა ერთ მთას, რომლის ძირას იდგა ეკლესია. ეს იყო ურთას მთა და ცაიშის ეკლესია. აქ შეჩერდა შევიდა ეკლესიაში სადაც დახვდა მღვდელი. გვარად ჟორდანია (პაპაჩემს მიაჩნდა, რომ ის კაცი უფროსი ყოფილა მთელს საცაიშლოში). მღვდელმა მოისმინა აღსარება, იგი ღმერთს სთხოვდა შენდობას, რომ მას კაცის მოკვლა არ ჰქონია განზრახული, შესთხოვა მოძღვარს დაემალა და მთელი ცხოვრება მისი მონა - მორჩილი იქნებოდა ეკლესიას დაუტოვა შესაწირი (ის მცირე რაიმე, რაც სახლიდან ჰქონდა წამოღებული) მოძღვარმა იგი შვილივით მიიღო, უფრო მეტი - იშვილა ხალხური რიტუალური წესებით. ალბათ მანვე ურჩია გვარის ოდნავ შეცვლაც. ამ კაცის ამაგს ლევანი და მისი შთამომავლობაც არ ივიწყებდნენ. ხშირად მინახავს ცაიშიდან - ცაიშის კახათში სტუმრად ჩამოსული გრიგოლ ჟორდანია. იმ მოძღვრის შვილიშვილი, ასევევე პაპაჩემიც ხშირად ადიოდა ცაიშში ბატონ გრიგოლთან. ისინი ერთმანეთს თვლიდნენ ღვიძლ ნათესავებად. თუმცა სისხლით ნათესავები არ ყოფილან (სხვათა შორის იმ გრიგოლის ნათესავია პირველი ქართველი მფრინავი ქალი).
ცაიშის დასავლეთით გადაშლილი კოლხეთის დაბლობი იმ დროს თურმე ტყით იყო დაბურული. აქა-იქ ტყეში კუნძულივით მოჩანდნენ ურთას მთიდან სოფლები. შავი ზღვის სანაპირო. 6-7 კმ დაშორებით ცაიშიდან მოედინება მდ. ჩხოუში, რომლის ნაპირები ტყეში იყო ჩაფლული. მდინარის გაღმა მხარეს რამდენადაც ვიცი, კახათს უწოდებენ (აქ არის ცაიშის კახათი, ძველი კახათი და ახლი კახათი) ცაიშის კახათი და მდინარის გამოღმა მიწა და ტყე ეკუთვნოდა ცაიშის საეპისკოპოსოს (საცაიშლოს). სწორედ აქეთ, მდ. ჩოუშიასკენ წამოიყვანა მოძღვარმა ურმით ლევანი (თან წაიღეს სამუშაო იარაღები, ჭურჭელი, მარცვლეულის თესლები. მეწველი თხაც) გაიყვანა მდინარის გაღმა. შევიდენ ტყეში და უთხრა ეს ადგილი და მიმდებარე ტერიტოირია მომიცია შენთვის , როგორც აზნაურისათვის ( იგი გურიაში აზნაური იყო) გ აიშენე აქ სახლი და
იცხოვრე, ხოლო ზამთრისათვის ეკლესიის საჭიროებისათვის შეშა უნდა მოამზადო, რომელსაც გამოატან ეკლესიიდან გამოგზავნილ კაცს - ეგ იქნება შენი სამსახურიო. აქედან ნუ გამოხვალ გაივლის დრო და ეს მომხდარი ამბავი დავიწყებას მიეცემაო.
ახლომახლო სოფლის გლეხები ტყეში შედიოდნენ ფიჩხის მო-საგროვებლად. აქ ისინი აწყდებოდნენ შუა ტყეში მდგარ ქოხს. რომელიც მანამდე არ ენახათ და მასში მცხოვრებ გრძელწვერა კაცს. რომელიც ხშირად ლოცულობდა ხატის წინ. იფიქრეს, ალბათ ბერი განმარტოვებულა ტყეშიო. შემდეგ, როცა გაეცნენ, გვარიც გაიგეს. მათთვის ცხადი გახდა, რომ ეს კაცი ეკლესიის მსახური გახლდათ და პატივისცემით განეწყვნენ მის მიმართ როცა სოფელში ჩავდიოდი პაპაჩემთან, მას სოფლის უხუცესები მოიხსენიებდნენ როგორც კოსტა გალობერს, არა და ის ოფიციალური საბუთებით კონსტანტინე მგალობლიშვილად იყო ჩაწერილი, მისი შვილებიც ასევე იწერებოდნენ. მე კი მაშინ გალობერი პაპაჩემის მეტსახელი მეგონა.
ახლა ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ გვარი გალობერის შესახებ. თავისი აგებულებით იგი მსგავსია ქართულში შემონახული ჭანური წარმომავლობის გვარების: თუთაბერი-თუთბერიძე, კახაბერი-კახაბერიძე, გოგიბერი-გოგიბერიძე, ჭიაბერიდან-ჭიაბერაშვილი და სხვა მრავალი მსგავსი გვარები. სადაც ბერი მომდინარეობს ჭანური ბერი ბერადან, რაც ნიშნავს შვილს. ისინი უძველეს დროში შექმნილი გვარებია, რომლებმაც ქართულში სახელის მნიშვნელობა შეიძინეს. მათგან კი შეიქმნა მეორადი გვარები. ძე ან შვილით დაბოლოებული რაც შეეხება გალობერს, იგი ახალი გვარი ჩანს (მე-19 საუკუნეში შექმნილი).აქ ფუძე გალოს (რომელიც უცხოდ ჟღერს). მიემატა ბერი (გალოსკუა,გალობერი). იგი გაფორმებულია ძველი გვარების მიმსგვასებით. ნამდვილი გვარის შენიღბვის მიზნით. შესაძლოა ეს მოძღვრის ნაკარნახევიც ყოფილიყო.
გავიდა რამდენიმე წელი ლევანმა ცოლად შეირთო საეკლესიო აზნაურის ქალი მეზობელი სოფლიდან. შეეძინათ შვილები, რუსეთმა გააუქმა ოდიშის სამთვარო და იქაც რუსული ადმინისტრაცია შემოვიდა. ლევანი ჯერ ფრთხილობდა თავისი გვარის გამო, მაგრამ როცა შვილები სამრევლო სკოლაში შეიყვანა, ნამდვილი გვარის დამალვის მიზნით შეიცვალა და მიიღო - მგალობლიშვილი. რატომ? სქემა ალბათ ასეთია: გალობერიშვილი-გალობრიშვილი-მგალო-ბლიშვილი (გალო-გალობა-მგალობელი) თვითონ გვარის აგებულებამ მიიყვანა ამ ახალ გვარამდე თანაც ხაზი გაუსვა, რომ იგი ეკლესიის მსახურია და მისი მადლიერია.
შვილებიდან უფროს ი- ბეჟანი (დედაჩემის პაპა) მამის ნაფუძვარზე დასახლდა. სხვები კი (სამწუხაროდ, არ ვიცი მათი ვინაობა)
დასახლდნენ ცაიშში. ბეჟანის შვილებია-კონსტანტინე (პაპაჩემი). პელაგია და დავითი (ეს უკანასკნელი ანარქისტებს მიემხრო, მათი აქტიური წევრი გახდა. მონაწილეობა მიიღო ბანკებისა და მდიდრებ- ის აწიოკებაში, რისთვისაც და ოცის წელით. კატორღა მიუსაჯეს ციმბირში, სადაც იგი დაიკარგა, თვითონ ბეჟანი გარდაიცვალა 1927 წელს. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, უკვე ავათმყოფმა თავისთან მიიხმო შვილისშვილები -დედაჩემი ნინო (16 წლის) და მისი ძმა დომენტი (14 წლის) და უთხრა: მე მალე მოვკვდები, მინდა გავიგო ჩემი ბიძაშვილების ამბავი. წადით გურიაში, სოფელ ლესაში მოინახულეთ, მოიკითხეთ და ჩამომიტანეთ მათი ამბავიო. ადგილზე ჩასულები კარგა ხანს ეძებდნენ ნათესავებს. აქ მგალობლიშვილები, ან გალობერები არ არიანო. აი, გალოგრეები კი არიანო, ეგებ მათ იციან რამეო, მართლაც, გაირკვა, რომ სწორედ ამ ოჯახიდან ყოფილა ლევანი, იგი დაკარგული მიაჩნდათ და ძალიან გაიხარეს, როცა გაიგეს, რომ გადარჩენილა და დაოჯახებულა კიდეც, დიდი სიხარულით მიიღეს ახალგაცნობილი ნათესავები. გავიდა კიდევ რამდენიმე წელი. გასული საუკუნის 30-იან წლებში ბიძაჩემმა ცოლი შეირთო და ახალ-დაქორწინებული მეუღლესთან ერთად ისევ ესტუმრა ლესაში ნა-თესავებს. ამჯერადაც ძალიან გაიხარეს ერთმანეთი ს ნახვით.
მერე იყო დიდი სამამულო ომი, დიდი გაჭირვება. ძველი კავშირები მოიშალა, მე არ ვიცი რა უთხრა ბეჟანმა ლესადან დაბრუნებულ შვილიშვილებს. როგორ ახსნა გვარების სხვადასხვაობა. ძველებიდან ახლა ცოცხალი არავინ დარჩა, მაგრამ ჩემთვის ნათელია, ის ფუძე-გვარი, რომელსაც ასე საგულდაგულოდ მალავდა სამეგრელოში გადახვეწილი ლევან გალობერი დაკავშირებულია გალოგრეების საგვარეულოსთან, ე.ი . გალობერი-გალოგრეს მეგრული შტოა.
რაც შეეხება გალოგრეს, გვარის წინამორბედის შესახებ მაქვს მწირი ცნობები, ამოკითხული გაზეთიდან. ის ყოფილა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცერი. გვარად გალოგრეი, გადმოსახლებული საფრანგეთიდან რუსეთში. მსახურობდა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებში. შავი ზღვის ფლოტში ყოფილა ქ.ფოთის პირველი კომენდანტი. თადარიგში გასვლის შემდეგ დარჩენილა გურიაში, ცოლად შეურთავს გურული ქალი. ჩემი ვარაუდით, ლევანი გალოგრეის ერთ-ერთი შვილია.
დღეისათვის ლევანის შთამომავლობიდან უმცროსი შტოს წარმომადგენლები ცხოვრობდნენ სოფ. ცაიშში მგალობლიშვილის გვარით ერთ მათგანს, რომელსაც ბოჩიას ვეძახდით - პირადად ვიცნობდი. მისი მამა პაპაჩემის ბიძაშვილი ყოფილა.
რაც შეეხება ბეჟანის(ბეჟუს) შთამომავლებს. ისინი უკვე აღარ სახლობენ კახათის ცაიშში ლევანის საფუძვარი მოშლილია და დაკარგულია. ერთ დროს წალკოტად ქცეული სახლ-კარისაგან დღეს არაფერია დარჩენი. ცარიელ-ტარიელი მინდორია სამწურაროდ. ასე მოხდა გასული საუკუნის 60-იან წლებში ბეჟანის შვილიშვილი - დომენტი ოჯახით გადასახლდა აფხაზეთში. მაგრამ იქ მომხდარი ამბების შემდეგ აფსუა სეპარატისტმა. მათი რუდუნებით აყვავებული
სახლკარი გადაუწყვეს და სხვა ქართველებით აფხაზეთიდან გამოაძევეს. ახლა ლტოლვილები მიმოფანტულები არიან სხვადასხვა ადგილას.
ასეთია ლევან გალობერის ისტორია.
შეიძლება საქართველოში კიდევ იყოს სხვა პიროვნება რომელიც გალობერის გვარს ატარებდეს (რაშიც ეჭვი მეპარება). მაგრამ გალოგრესთან კავშირი, მხოლოდ ზემოდხსენებულ ლევანს ეხება, ეს ნამდვილია.
ბოლოს მინდა მოგახსენოთ, რომ მე არც ენათმეცნიერი და არც ისტორიკოსი გახლავართ და არავითარი პრეტენზია არა მაქვს კომპეტენტურობაზე. შეიძლება ჩემი ვარაუდები და კომენტარები სპეციალისტებმა არასწორად მიიჩნიონ. რაც შეეხება გადმოცემას, იგი ჩემი შეთხზული არაა, ამ თემაზე საუბარი ხშირად პირადად მომისმენია პაპაჩემის ოჯახში და ამის თაობაზე მე ჩემი აზრი ასეთნაირად ჩამომიყალიბდა.
საინტერესო იქნებოდა გალოგრეების საგვარეულოს წარმომადგე-ნელთა მოსაზრება ზემოგამოთქმულთან დაკავშირებით. აგრეთვე ცაისელი მგალობლიშვილების აზრი მათი გვარის წარმომავლობის შესახებ.
ამ გვარში ქართულ (გურულ) გარემოში მიიღო გალოგრეს ფორმა. (ტირეს გარეშე). ასეთი გვარები ხშირად გვხდება ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ გვარებში (მაგ. ცნობილი გერმანელი კომპოზიტორი მენდელსონ-ბარტოლდი, ანდა დემიარტინ-ნოქნიდა სხვა), გალობერში ფუძედ აღებულია პირველი გვარი უფრო მისაღები ქართველის ყურისათვის, მეორე გრეი უკუგდებულია და მისი ადგილი დაიკავა ჭანური წარმოშობის გვარებში მიღებულმა დაბოლოებამ გალობერიმ (გალოს შვილი) ამით იგი დაუახლოვდა ქართულ ფორმას. რამდენად განათლებული იყო ლევანი. ამის შესახებ არაფერი ვიცი უბედური შემთხვევა რომ დატრიალდა, ის ძალიან ახალგაზრდა ყოფილა ჩემი აზრით გვარის ასეთი ფორმა უკარნახა განათლებულმა პირმა. ასეთი კი ვფიქრობ მისი მოძღვარი და მამობილი, სასულიერო პირი - ჟორდანია იყო, რომელიც უთუოდ გათვითცნონიერებულად ითვლება ამ საკითხში.скачать dle 10.3фильмы бесплатно
144
    

კომენტარები -
0

კომენტარის დამატება
თქვენი სახელი: *
თქვენი ელ-ფოსტა: *
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმით ტექსტი ხაზგასმული ტექსტი | მარცხენა მხარის გასწორება ცენტრი მარჯვენა მხარის გასწორება | სმაილის დამატება ბმულის ჩასმაჩაწერეთ დაცული ბმული | ტექსტის დამალვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა
კოდი: სურათზე მითითებულია უსაფრთხოების კოდი
კოდის განახლება
ჩასვი კოდი:
რეკლამა