გასული საუკუნის 20-30 - იანი წლების ავტომობილები » ჟურნალი "ბორბონჩია"
                                რეკლამა

» » გასული საუკუნის 20-30 - იანი წლების ავტომობილები

გასული საუკუნის 20-30 - იანი წლების ავტომობილები

მოამზადა თენგიზ ჩობანიძემ

გასული  საუკუნის  20-30 - იანი  წლების ავტომობილები20-იან წლებში მიმდინარეობდა სახანძრო ავტომობილის ოპტიმალური ვარიანტის ჩამოყალიბების პროცესი. იმ დროისათვის ხანძრის ჩასაქრობად იყენებდნენ მსუბუქ ავტომობილებს. რომლებსაც ჰქონდათ ბორტი კარების გარეშე 2-3 რიგის სკამებით. ასეთ ავტომობილებს 5-7 კაცის გადაყვანა შეეძლოთ. სკამების ქვეშ მოთავსებული იყო ყუთები, რომლებშიც ელაგა ხანძრის ჩასაქრობად საჭირო ინსტრუმენტები. კოჭა სახელურით, კიბე და სხვა. ავტომობილს ჰქონდა მისამბელი, რომლის საშუალებითაც გადაჰქონდათ ტუმბო თავისი აგრეგატებით. ეს იყო პირველი დახმარების ავტომობილები, ისინი გამოიყენებოდა შედარებით
მცირე ხანძრების შემთხვევაში. ასეთ ავტომობილებს სახანძრო დაცვის შეკვეთით უშვებდნენ საავტომობილო ფირმები (მაგალითად „აუდი“ და „შევერი“ 1928-31 წწ) ეს მანქანები ავითარებდნენ 100 კმ/სთ სიჩქარეს.
ხანძრის ადგილზე მეხანძრეთა სწრაფი გადაყვანისათვის გამოიყენებოდა სპეციალური სახანძრო ავტობუსები, რომლებსაც ძარაზე რამდენი რიგის სკამები ჰქონდათ დამაგრებული ასეთ ავტომობილებს 1931 წელს უშვებდა ჩეხოსკოვაკიური ფირმა „ტატრა“ ტ-43-ს ჰქონდა 4 -ცილინდრიანი ჰაერის გამაგრილებელი ძრავა, ავითარებდა 60კმ/სთ სიჩქარეს ჰქონდა 24 -ცხენის ძალა.
1926 წელს გერმანულმა ფირმა „დისკიგი“ სტანდარტული სატვირთოების ბაზაზე შექმნა ღია სახანძრო 15- ადგილიანი ავტობუსი, მას შეეძლო გადაეტანა საჭირო ინვენტარ -მოწყობილობები
და მისაბმელით გადაჰქონდა მოტოტუმბო.
30-იან წლებში გერმანულმა ფირმა „ მაგირუსმა“ დაიწყო სახანძრო ავტომიბელების სერიული გამოშვება. ამ ავტომობილების საუალებით შეიძლებოდა 20-30 კაცის გადაყვანა.
1926 წელს ფირმა „ამერიკან-ფრანსმა“ შექმნა სპეციალური სახანძრო მანქანა სოფლის დასახლებებისათვის სახელწოდებით „სოფლის დედოფალი“. ეს იყო სპეციალური ოთხთვლიანი მანქანა, რომელიც იყო აღჭურვვილი ცეცხლის ქრობისათვის აუცილებელი
ატრიბუტებით, ტუმბოთი, ცისტერნით, კიბით და ა.შ.
20-იან წლებში ვითარდებოდა ეგრეთ წოდებული სწორხაზოვანი ტიპის მანქანების გამოშვება. მათთვის დამახასიათებელი იყო ნახევრად დახურული ბორტები, შასის უკანა ნაწილზე დამაგრებული იყო ტუმბო (წყლის გამტარობა წუთში 500-3000 ლიტრი). მიუხედავად კარგი პრაქტიკული გამოყენებისა, შემდგომში მაინც საჭიროდ ცათვალეს ტუმბოს გადატანა შასის შუა ნაწილში ან მძღოლის კაბინის გვერდით.
1934 წელს ფირმა „მაგირუსმა“ გამოუშვა მანქანა, რომლის ცისტერნა დამაგრებული იყო მ-30 ტიპს შსზე. ეს მანქანა კიდევ იმით იყო საინტერესო, რომ მას ჰქონდა ორი ტუმბო: წინა და უკანა, აგრეთვე, მისაბმელით მიჰქონდა დამატებით წყლის ცისტერნაც, ხოლო რაც შეეხება კიბეს, მისთვის ყველაზე მოხერხებული ადგილი მანქანის, სახურავზე აღმოჩნდა . თუმცა ზოგიერთი ქვეყანაში, კერძოდ ამერიკაში სახანძროავტომობილს კიბე გვერდიდან ჰქონდა მიმაგ-რებული.
30-იანი წლების დასაწყისისათვის ღია და ნახევრად ღია ტიპის ის ავტომობილები შეცვალა ახალი ტიპის სახანძრო მანქანებმა, რომელებსაც ბორტი მთლიანად დახურული ჰქონდათ, ხოლო სახანძრო ტექნიკური იარაღბი ინახებოდა სპეციალურ კარადებში. სწორედ ეს მანქანები იქცნენ თანამედროვე სახანძრო მანქანების წინამორბედად. გარდა ამისა ამ მანქანების შექმნამდე გარდამავალი მოდელი გახლდათ ნახევრად დახურულ ბორტებიანი
ავტომობილები, რომლებსაც უშვებდა ფირმა, „ამერიკან ფრანსი“. ისინი მიჩნეული იყვნენ ყველაზე ელეგანტურებად იმ დროინდელ სახანძრო მანქანებს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ ნახევრად დახურული ტიპის ავტომობილები დღესაც გამოიყენება აშშ-ში, იაპონიაში და სხვა ქვეყნებში.
30-იანი წლების დასასრულს გერმანიაში ჩამოყალიბდა ტიპიური სახანძრო ავტომობილი. ამ დროისათვის ევროპაში უკვე პრაქტიკულად შეწყდა ღია ტიპის სახანძრო ავტომობილების წარმოება. დაინერგა უნივერსალური ტიპის პირველი დახმარების სახანძრო ავტომობილების შექმნა, რომელთა მოტოტუმბოს წყლის გამტარიანობა იყო 500-800 ლიტრი წუთში.
დიდი ხანძრების ლიკვიდციისათვის დაიწყეს მძლავრი ტუმბოების სადგურების მსენებლობა. მაგალითად სადგურ „სამურას (საფრან-გეთი) ჰქონდა 6 ცილინდრიანი დგუშიანი ტუმბო, რომელსაც 4-სამუ-შაო რეჟიმი ჰქონდა, მას შეეძო უზრუნველყო წყლის ერთდროულად 24-მიმართულებით მიწოდება.
მაშასადამე, 30-იან წლებში ჩამოყალიბდა ყველა ტიპის სახანძრო ავტომობილები, რომლებიც ჩვენ დროშიც ემსახურებიან სახანძრო რაზმებს.

ჟურნალი "ბორბონჩია" №1 2014 წელი. გვ.49-52
скачать dle 10.3фильмы бесплатно
237
    

კომენტარები -
0

კომენტარის დამატება
თქვენი სახელი: *
თქვენი ელ-ფოსტა: *
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმით ტექსტი ხაზგასმული ტექსტი | მარცხენა მხარის გასწორება ცენტრი მარჯვენა მხარის გასწორება | სმაილის დამატება ბმულის ჩასმაჩაწერეთ დაცული ბმული | ტექსტის დამალვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა
კოდი: სურათზე მითითებულია უსაფრთხოების კოდი
კოდის განახლება
ჩასვი კოდი:
რეკლამა