თეთრი გედი » ჟურნალი "ბორბონჩია"
                                რეკლამა

თეთრი გედი

ლევთერ ჭოჭუა

წელიწადის ყოველ დროს თავისი სილამაზე აქვს, განუმეორებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი.
და ზამთარსაც თავისი მომხიბლელობა აქვს აბა რა სჯობს თოვლის ქათიბში ჩაფუნთული ბუნების ცქერას, როცა სქელი, მუქი ფერის ღრუ-ბლებით დაფარული ციდან ფართო ფანტელები უხვად ცვივა. ეს ხომ ზღაპრული სანახაობაა.
ზამთარში ნადირობაც სასიამოვნოა. ჩემთვის ნადირობა ბუნების წიაღში გასეირნებაა.
ერთხელაც მოტორიანი ნავით სანადიროდ გავემგზავრეთ. 12 -წუთში გადავცურეთ პალიასტომის ტბა და გაღმა ნაპირზე შევჩერდით. დილით „პერელიოტს“ იქ დაველოდეთ. თუმცა წყნარი-მშვიდი ამინდი იდგა, და იხვებიც შორს-მაღლა გადაფრინდნენ. იმის შემდეგ მეგობარმა ეწერის სიღრმეში არჩია შესვლა, მე კი ჩვეულ ადგილებს, პატარა პალიასტომის, ლაქაშებითა და ჭილოფებით დაფარულ ნაპირებს გავყევი. ამ მიდამოებში ბევრჯერ მომიკლავს იხვი და ახლაც ვფრთხილობ, იქნებ სადმე ამიფრინდეს იხვი. ამიტომ წელში ოდნავ მოხრილი, ნელი და მოკლე ნაბიჯებით მივყვები ჭაობიან სანაპიროს, აქ „კუსტებზე“ უნდა იარო, თორემ ფეხი თუ აგიცდა ნოყოში ჩაეფლობი, საიდანაც ფეხის ამოტანა გაგიძნელდება; ძნელია ასეთ ჭაობიან ადგილებში სიარული, თანაც შიგადაშიგ ლაქაშები გფარავს, მაგრამ მაინც გიხარია, იმის ლოდინში ხარ თუ როდის აგიფრინდება იხვი. ასეთ ფიქრებში მყოფმა კაი გვარიანი მანძილი გავიარე. ერთ ადგილას შევჩერდი და პატარა პალიასტომის ტბას გადავავლე თვალი, იქნება სადმე იხვი, იჯდეს მეთქი, სამწუხაროდ არა, სამაგიეროდ კოკორინები ბევრი იყო, ყვინთაობდნენ, ერთობოდნენ. მე კი გზა განვაგრძე, ერთ-ერთ მოსახვევში შევჩერდი, მოულოდნელად ორი გედი შევამჩნიე, თვალს არ ვუჯერებდი, ნუთუ მართლა გედებია, ცოტაც გავიარე და დავრწმუნდი, რომ გედები იყვნენ, ისინი წრიულად დაცურავდნენ, მერე ერთმანეთს მიუახლოვდნენ, ერთმანეთს ეალერსებოდნენ, ვუცქერდი და მათი მშვენიერება, მათი მოღერებული კისერი და ბრწყინვალება მსიამოვნებდა. რაღაცნაირ სითბოს, სიხარულსა და აღმაფრენას ვგრძნობდი. ირგვლივ სიჩუმე სუფევდა. გადავწყვიტე ახლოს მივსულიყავი და მათი აფრენა მენახა. აფრენის დროს გრძელ კისერს ისარივით წინ გაიშვერენ, ნახევარ მეტრიან ფრთებს წყლის ზედაპირზე პრობლემები გამიჩნდა, ექიმმა თვალში ატროპინ-სულფატის ჩაწვეთება მირჩია. ბევრი ფიქრის გარეშე მოხუცი მისტერ დენმენისკენ გავემართე. მიკიბვ-მოკიბვა არ დამიწყია, პირდაპირ ვკითხე, – „მისტერ დენმენ, ყველაფერი ვიცი. რატომ მოკალით საკუთარი შვილი?“ იგი რამდენიმე წუთით დამაკვირდა და შემდეგ ახარხარდა. ეს ყველაზე საშინელი სიცილი იყო, რომელიც ოდესმე გამეგონა. მხოლოდ ერთხელ გავიგონე ასეთი სიცილი, როდესაც საცოდავი მის ჯონსი ჭკუიდან შეიშალა. „დიახ, – მიპასუხა მან, – მე გოდფრის გავუსწორდი. მე მასზე ჭკვიანი ვარ. ის ჩემს მოშორებას აპირებდა, ასე არ არის? ჩემი საგიჟეთში გამომწყვდევა სურდა. მე გავიგონე, ისინი ამის შესახებ როგორ საუბრობდნენ. მეიბლი კარგი გოგოა, იგი მე მიცავდა, მაგრამ, ვიცი, გოდფრის ვერ გაუმკლავდებოდა. საბოლოოდ, იგი თავისას გაიტანდა, როგორც ყოველთვის გაჰქონდა... მაგრამ მე მას გავუსწორდი. მოვკალი ჩემი კეთილი, მოსიყვარულე შვილი. ჰა-ჰა! ღამით დაბლა ჩავიპარე. ჩემს შვილს ეძინა. მის ლოგინთან, როგორც ყოველთვის, წყლით სავსე ჭიქა იდგა. ჩვეულებრივ, იგი ღამით იღვიძებდა და წყალს სვამდა. ჭიქიდან ცოტა წყალი გადავასხი და ჰა-ჰა! – შიგნით თვალის წამლის მთელი ფლაკონი ჩავცალე. მან გაიღვიძა და ჭიქა ბოლომდე გამოცალა. მხოლოდ ერთი სადილის კოვზი აღმოჩნდა საკმარისი, საკმარისზე მეტიც კი. მეიბლი ჩემთან დილით მოვიდა და ძალიან ფრთხილად მაცნობა მომხდარის შესახებ ეშინოდა, არ მენერვიულა, ჰა-ჰა!“
რა თქმა უნდა, საცოდავი მოხუცი საგიჟეთში მოათავსეს. სიმართლე ყველამ გაიგო. მეიბლი ყველას შეეცოდა, მაგრამ, სცადეთ და ჭორებით გამოწვეული ტკივილი გამოისყიდეთ! არადა, გოდფრი რომ ვერ მიმხვდარიყო, რა დალია და შხამსაწინააღმდეგო საშუალება არ მოეთხოვა, სიმართლეს ვერც გავიგებდით. ატროპინით მოწამვლის დროს, რა თქმა უნდა, დამახასიათებელი სიმპტომები ჩნდება: გუგების გაფართოება და ასე შემდეგ. მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ექიმი როულენსონი მოხუცი იყო და ცუდად ხედავდა. ვერ მიუხვდა მოწამლულს.


ჟურნალი "ბორბონჩია" №2 2015 წელი. გვ.91-92
скачать dle 10.3фильмы бесплатно
127
    

კომენტარები -
0

კომენტარის დამატება
თქვენი სახელი: *
თქვენი ელ-ფოსტა: *
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმით ტექსტი ხაზგასმული ტექსტი | მარცხენა მხარის გასწორება ცენტრი მარჯვენა მხარის გასწორება | სმაილის დამატება ბმულის ჩასმაჩაწერეთ დაცული ბმული | ტექსტის დამალვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა
კოდი: სურათზე მითითებულია უსაფრთხოების კოდი
კოდის განახლება
ჩასვი კოდი:
რეკლამა