რევაზ მიქაძე » ჟურნალი "ბორბონჩია"
                                რეკლამა

რევაზ მიქაძე

ამური მაისაია

რევაზ მიქაძე 2015 წლის 19 იანვარს ფოთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო სამაშველო განყოფილების მეხანძრე მაშველს რევაზ მიქაძეს დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდა.
რევაზ მიქაძე მიეკუთვნება მეხანძრეთა იმ ჯგუფს, რომლებმაც ორი ათეული წელზე მეტი იმსახურეს სახანძრო დაცვის სისტემაში. იმსახურეს თვალსაჩინო საქმიანობით და კვლავაც ამაყად დგანან სახელმწიფო და კერძო საკუთრების ხანძრისაგან დაცვის სადარაჯოზე.
რევაზ მიქაძე რევაზ მიქაძე რიგითად 1987 წელს ჩაირიცხა სახანძრო ნაწილში. რევაზი იგონებს - ახლად დაწყებული მქონდა მუშაობა, როდესაც ხანძრიდან ახალ დაბრუნებულს განგაშის ზარის ხმა შემომესმა, ისევ ხანძარი გავიფიქრე, აქ ჩემი ადგილი არაა, წავალ სხვაგან მოვძებნი სამუშაოს მეთქი, მაგრამ თვალწინ წარმომიდგა ის ბიჭები რომლებიც ხანძრის სტიქიას ვეფხვივით უტევდნენ. მამაცურად და ვაჟკაცურად ებრძოდნენ. მშურდა კიდევაც მათი და ჩემს თავს ვაიმედებდი...რევაზ მიქაძე
რევაზი ნელნელა ოსტატდებოდა, იწრთობოდა და მალევე ჩადგა მწყობრში. ახლა იგი თვითონ გახდა მისაბაძი, ახლა ის სხვებს ეხმარებოდა, ასწავლიდა. როგორც გამოცდილი და უშიშარი მეხანძრე ათეულის მეთაურად დააწინაურეს. მას არასდროს ჰქონია შეფერხება ხანძარზე გასვლისას და ხანძრის ქრობაში. ყარაულის უფროსის მოვალეობასაც ასრულებდა საჭიროების შემთხვევაში.
რევაზი ერთ-ერთი საიმედო საყრდენია, სახანძრო სამაშველო განყოფილებაში.

ჟურნალი "ბორბონჩია" №2 2015 წელი. გვ.32
скачать dle 10.3фильмы бесплатно
261
    

კომენტარები -
0

კომენტარის დამატება
თქვენი სახელი: *
თქვენი ელ-ფოსტა: *
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმით ტექსტი ხაზგასმული ტექსტი | მარცხენა მხარის გასწორება ცენტრი მარჯვენა მხარის გასწორება | სმაილის დამატება ბმულის ჩასმაჩაწერეთ დაცული ბმული | ტექსტის დამალვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა
კოდი: სურათზე მითითებულია უსაფრთხოების კოდი
კოდის განახლება
ჩასვი კოდი:
რეკლამა