შესავალი » ჟურნალი "ბორბონჩია"
                                რეკლამა

შესავალი

ლევთერ ჭოჭუა

შესავალი ადამიანისათვის მთავარია შრომისმოყვარეობა და არჩეული პროფესიისადმი სიყვარული. შრომის მოყვარეობა და პროფესიისადმი სიყვარული ერთმანეთთან თუა შერწყმული, წარმატებები მუდამ გარანტირებული იქნება.
არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლება, ადამიანი შეუძლებელს შეძლებს და თვალსაჩინო წარმატებებით სახელსაც მოიხვეჭს. პრაქტიკაში მრავლადაა მოვლენები, როცა ადამიანს მიუღწევია ისეთ წარმატებებზე, ასულა ისეთ საფეხურებზე და გადაულახავს ისეთი დაბრკოლებები, რომლებზედაც ფიქრიც კი შეუძლებელი იყო. შორს, რომ არ წავიდეთ ვისაუბროთ ფოთის სახანძრო დაცვის სისტემის ზოგიერთ თანამშრომლებზე, რომლებმაც თავიანთი შრომით მიზანსწრაფვით და პროფესიისადმი უსაზღვრო სიყვარულით სახელი გაითქვეს როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ.
მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ფოთის სახანძრო დაცვის უფროსად გასული საუკუნის სამოციან წლებში მუშაობდა შოთა სალუქვაძე, ის დაჯილდოებული იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, წითელი ვარსკლავის ორდენით. ცხადია წითელი ვარსკლავის ორდენოსანი პიროვნება ყოველმხრივ დადებითი თვისებებით უნდა იყოს აღჭურვილი. შოთა სალუქვაძე იმასაც გეტყვით, რომ მას ბრინჯაოს ბიუსტიც კი აუგეს. ეს ჯილდოები იმაზე მეტყველებენ, რომ შოთა სალუქვაძე იყო შრომის მოყვარე და არჩეული პროფესიისადმი უსაზღვროდ შეყვარებული. კიდევ ერთი მაგალითი. გივი ბუკია, რომელიც დღესაც ავარჯიშებს ქალაქის ახალგაზრდობას მძლეოსნობაში. სახნძრო დაცვის სისტემაში ოთხი ათეული წელიწადი იმსახურა. იმსახურა საამაყოდ და სასახელოდ, სახელი გაითქვა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით, არის ევროპის ჩემპიონი სახანძრო გამოყენებით სპორტში, ამავე სპორტის სახეობაში იყო საკავშირო ნაკრები გუნდის კაპიტანი. უდიდესი დამსხურებისათვის თბილისში მას აუგეს ბრინჯაოს ბიუსტი.
წინასიტყვაობაში მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია ვისაუბროთ ყველა იმ ღვაწლმოსილ პირებზე, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ფოთის სახანძრო დაცვის ისტორიაში. თუმცა გამართლებული არ იქნება ორიოდე სიტყვა მაინც არ ვთქვათ სახანძრო სამაშველო სამსახურის განყოფილების უფროს ამურ მაისაიაზე. პიროვნება, რომელიც უსაზღვროდ შრომისმოყვარე და ერთხელ არჩეული პროფესიისადმი დღემდე ერთგული რჩება. რომ არა ამური მაისაია, სახანძრო სააგიტაციო ჟურნალი არ იარსებებდა. ამ ჟურნალის დამფუძნებელი და გამოცემის სულისჩამდგმელი სწორედაც ამური გახლავთ. ის არის სახანძრო დარგის დიდი სპეციალისტი - ამ მიმართულებით გამოცემული აქვს, რამოდენიმე ბროშურა.
ჟურნალის ამ შესავალ ნაწილში ორიოდე სიტყვა ასევე აუცილებლად უნდა ითქვას სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილე გოჩა მურღულიაზე. სულ რაღაც ორი წელიწადია რაც ამ სისტემაში მუშაობს. თითქოსდა ამ დარგისათვის წინაწარ ყოფილიყო მომზადებული, მოვიდა როგორც ამ დარგის კარგი სპეციალისტი. ან არადა სახანძრო სამაშველო სამსახურში არასდროს უმუშავია. მაშ როგორ მოხდა, რომ გოჩა მურღულიამ იოლად აუღო ალღო ახლად არჩეულ სამსახურს, და წარმატებითაც უძღვება. კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ თუ პიროვნება არის შრომის მოყვარე, თუ მას უყვარს არჩეული პროფესია, თუ უყვარს დისციპლინა, თუ არის მომთხოვნი ჯერ საკუთარი თავისადმი, და მერე ხელქვეითებისადმი, მისთვის არ არსებობს გადაულახავი პრობლემა. ასეთი თვისებებითაა აღსავსე გოჩა მურღულია, რომელიც კიდევ უფრო მაღალ საფეხურებზე აიყვანს სახანძრო სამაშველო სამსახურს. კიდევ უფრო ბრძოლის უნარიანს გახდის პირად შემადგენლობას.
სახანძრო საქმე რთული მეცნიერებაა, რომელიც სწავლობს ხანძრების გამომწვევ მიზეზებს, მისი აღმოფხვრის ნორმებსა და წესებს, ხანძრის ქრობის ილეთებს, სამშენებლო ნორმებსა და წესებს და ასე შემდეგ.
ამ ამოცანების შესასრულებლად, სახნძრო დარგის არამარტო კარგი სპეციალისტები არამედ შრომისა და დისციპლინის მოყვარული ადამიანებია საჭირო ასეთი ადამიანები იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან.
ეს ჟურნალის სახანძრო სააგიტაციო შემეცნებით ნაშრომს წარ-მოადგენს - თუმცა ჟურნალში საკამო ადგილი ეთმობა ლიტე-რატურულ ნაწარმოებებს, პოეზია, ანეგდოტებს და სხვა ჟანრის მოკლე ჩანახატებს.


ჟურნალი "ბორბონჩია" №2 2015 წელი. გვ.2-3
скачать dle 10.3фильмы бесплатно
264
    

კომენტარები -
0

კომენტარის დამატება
თქვენი სახელი: *
თქვენი ელ-ფოსტა: *
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმით ტექსტი ხაზგასმული ტექსტი | მარცხენა მხარის გასწორება ცენტრი მარჯვენა მხარის გასწორება | სმაილის დამატება ბმულის ჩასმაჩაწერეთ დაცული ბმული | ტექსტის დამალვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა
კოდი: სურათზე მითითებულია უსაფრთხოების კოდი
კოდის განახლება
ჩასვი კოდი:
რეკლამა