ნუკრი მაისაია - 50 » ჟურნალი "ბორბონჩია"
                                რეკლამა

» ნუკრი მაისაია - 50

ნუკრი მაისაია - 50

ფოთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები საიუბილეო 50-წლისთავს ულოცავენ ღვაწლმოსილ მეგობარსა და კოლეგას ნუკრი მაისაიას, დიახ, ის 50 წლის გამხდარა, - გამხდარაო ვამბობთ იმიტომ, რომ მას არც კი ეტყობა, ნახევვარსაუკუნოვანი წლოვანება მით, უმეტეს, რომ მას არ დაკლებია დიდი და რთული ხანძრებთან ბრძოლა.
სახანძრო დაცვის სისტემაში მუშაობის 27 წლის განმავლობაში, ვინ მოსთვლის, რამდენი ბობოქარი ხანძრის სტიქია დაუმარცხებია. რამდენი ოჯახისათვის შეუნარჩუნებია წლების მანძილზე შექმნილი ქონება, რამდენი კვამლი ჩაუყლაპავს და საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებითაც კი შებრძოლებია სტიქიას, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. ბევრად მოქალაქეთა მადლობაც დაუმსახურებია. - მეამაყება და სიხარულს მანიჭებს როცა ხანძარს წარმატებითაც ვაქრობთ და მოქალაქეები მადლობას გვიხდიან და გვილოცავენ. ეს ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდოა, ამბობს ნუკრი მაისაია, და განაგრძობს: - არ იყო იავარდებით მოფენილი, ჩემი ცხოვრების გზები. ბევრი ეკლიანი სავალი, ვიწრო ბილიკებიც შემხვედრია, მაგრამ ერთხელაც არ დამიკვნესია, სიცოცხლეს შევხაროდი, მომავლის იმედი არ დამიკარგავს. ბევრი წარმატება მქონია და ამასობაში, როგორც იტყვიან ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე, ნახევარი კიდევ გასასვლელია, - ამბობს ნუკრი და კმაყოფილების ნიშნად ეღიმება.
ულევი და უძლეველი
ენერგიის პარტონო!
- მართლაც ხომ არ დაიღალეთ ?
- გვითხარ, ნუკრი ბატონო!
არა, არა, რა დროს დაღლაა. წინ ჯერ კიდევ საინტერესო გზებია გასასვლელი. ნათქვამია, - კარგად აღებული სტარტი, კარგი ფინიშის საწინდარიაო.
ღმერთმაც ხელი მოგიმართოთ ნუკრი!скачать dle 10.3фильмы бесплатно
77
    

კომენტარები -
0

კომენტარის დამატება
თქვენი სახელი: *
თქვენი ელ-ფოსტა: *
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმით ტექსტი ხაზგასმული ტექსტი | მარცხენა მხარის გასწორება ცენტრი მარჯვენა მხარის გასწორება | სმაილის დამატება ბმულის ჩასმაჩაწერეთ დაცული ბმული | ტექსტის დამალვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა
კოდი: სურათზე მითითებულია უსაფრთხოების კოდი
კოდის განახლება
ჩასვი კოდი:
რეკლამა